პარასკევი, 12.03.10   05:56
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2, რომელიც 1994 წელს დაარსდა, ყველაზე პოპულარული და წარმატებული ტელეკომპანიაა საქართველოში. რუსთავი 2 კერძო კომპანიაა, რომელიც მაუწყებლობს მეტრულ არხზე და მისი გადაცემების ყურება საქართველოს მოსახლეობის 85% შეუძლია.

რუსთავი 2 ამზადებს მრავალფეროვან და მაღალხარისხოვან ლიცენზირებულ პროგრამებს, ეთერში გადასცემს უახლეს ინფორმაციას, პოლიტიკურ ტოქშოუს, გასართობ და სპორტულ პროგრამებს და ასევე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენების ტრანსლაციებს (ოსკარით დაჯილდოების ცერემონია, “მის მსოფლიო”...) ქართულ ენაზე. რუსთავი 2-ის პროგრამები ყველაზე მაღალ რეიტინგულია საქართველოში.


 

 
კურიერი
წლების განმავლობაში “კურიერი” ყველაზე ოპერატიულ და წარმატებულ საინფორმაციო პროგრამად ჩამოყალიბდა
დილა მშვიდობისა, საქართველო
დილის საინფორმაციო-შემეცნებითი და გასართობი პროგრამა ზრუნავს თქვენს ყოველდღიურ განწყობაზე
 
ბიზნესკურიერი
ბიზნესსამყაროს დღის მთავარი თემები, მათი ანალიზი, რჩევები, საუკეთესო სტრატეგიები და ახალი იდეები
პოზიცია
პოლიტიკური ტოქშოუ, სტუდიის სტუმრები ნინო შუბლაძესთან ერთად კვირის მნიშვნელოვან პოლიტიკურ და საზოგადოებრივ თემებზე საუბრობენ
 
პოსტსკრიპტუმი
შემაჯამებელი ანალიტიკური პროგრამა. ყოველ კვირას ეთერშია საქართველო და მსოფლიო პოსტსკრიპტუმის ობიექტივში
პრაიმტაიმი
"თიბისი ტივისა" და "პრაიმტაიმის" ერთობლივი პროექტი - "პრაიმტაიმი", პოლიტიკური ტოქშოუ ინგა გრიგოლიასთან ერთად; 2007წ.
 
სამკუთხედი
ერთი მოვლენის სამი განზომილება. ღია კამათი ჩაკეტილ სამკუთხედში. მოვლენა, პიროვნება, საზოგადოება. 2008 წ.
უპასუხეთ ხალხს
ტოქშოუ საარჩევნო პროგრამების შესახებ. პარლამენტის წევრობის კანდიდატები წარმოადგენდნენ საარჩევნო გეგმებს. 2008წ. (აპრილი-მაისი)
 
არჩევანი
საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუ "არჩევანი" ვახო სანაიასთან ერთად. ”არჩევანი” ეთერში გადიოდა 2007 წელს
ღამის კურიერი
პოლიტიკური ინტერაქტიული ტოქშოუ, დღის მთავარი თემით 1998-2004 წლებში ყოველ საღამოს გადიოდა პირდაპირ ეთერში
 
თავისუფალი თემა
საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუ მიმდინარე კვირის ყველაზე აქტუალურ მოვლენებს ეხებოდა
“60 წუთი” კაკო გოგიჩაიშვილთან ერთად
ჟურნალისტური გამოძიების პირველი პრეცედენტი საქართველოში
 
პროფილი
მაია ასათიანთან ერთად. ცნობილი ადამიანები ახალი რაკურსით და რეალური ამბების უცნობი გმირები.
ჯეოსტარი
რუსთავი 2-ის და ჯეოსელის ერთობლივი პროექტი. მაყურებელი ავლენს საუკეთესო მომღერალს ახალგაზრდა კონკურსანტებს შორის.
 
UEFA Champions League
უკვე მეათე სეზონია, რაც რუსთავი 2 უეფას ოფიციალური პარტნიორია
საფეხბურთო ღამე
დიმიტრი ობოლაძე და არჩილ არველაძე სტუდიაში მოწვეულ კომპეტენტურ ექსპერტებთან ერთად საუბრებენ ქართული ფეხბურთის მდგომარეობაზე.
 
ვის უნდა 20 ათასი?
პირველი ლიცენზირებული გადაცემა საქართველოში. უნიკალურმა ფორმატმა და მაღალმა პრიზმა ის ყველაზე პოპულარულად აქცია
ვა-ბანკი
აზარტული შოუ. მოთამაშემ უნდა გამოიცნოს - 26 მომხიბვლელი გოგონადან რომელს აქვს კეისში 50,000
 
ხალხის პირისპირ
ზოგადსაგანმათლებლო ხასიათის ტელევიქტორინა “ხალხის პირისპირ” რომელშიც კონკურსანტი ეთამაშებოდა მაყურებელს
სუსტი რგოლი
“სუსტი რგოლი” ერთადერთი ინტელექტუალური თამაშია, სადაც მთავარია ტაქტიკა და არა ცოდნა
 
ვანო ჯავახიშვილის შოუ
იუმორისტული მონოლოგები, სტუმრები, "ჰედლაინები" და მრავალი სხვა...
კომედი შოუ
ყოველკვირეული უნიკალური იუმორისტული სკეტჩები - სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე
 
სიცილის ზონა
იუმორისტული პროექტი, რომელიც კარგად ნაცნობ სოციალურ თემებზე შექმნილი რამდენიმე სკეტჩისგან შედგება
კლაბ შოუ
იუმორისტული გადაცემა, კლუბური ტიპის შოუ, რუსული "კომედი კლაბის" ანალოგი. 2007 წ. ნოემბრი.
 
საღამოს შოუ სანდროსთან ერთად
ყველა დროის ყველაზე დროული, ყველა ამბიდან ყველაზე საამბო შოუს წამყვანი - ვირტუალური პერსონაჟი კახელი ვირი
ცოცხალი შოუ
გვიანი საღამოს სატელევიზიო ფორმატის იუმორისტული გადაცემა, რომელიც აგებულია მონაწილეთა სრულ იმპროვიზაციაზე
 
უკანასკნელი გმირი
შოუ რომელმაც რეალითი ჟანრი შექმნა. შოუ რომელმაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში მოიპოვა ყველაზე პოპულარული ტელე-პროექტის სტატუსი.
ბარი
შვედური რეალური შოუ "ბარის" ქართული ვერსია - აქ ნამდვილი გმირები ქმნიდნენ შოუს, ჩვენ კი მათგან შევქმენით ვარსკვლავები
 
იდეა, ფული და ერთი შანსი
ყველაზე მასშტაბური შოუ-რეალობაა, რომელშიც მაყურებელს მიეცა შანსი, დაეწყო საკუთარი ბიზნესი
კანდიდატი
სამსახურში მისაღები სამთვიანი ინტერვიუ - რეალური ბიზნეს შოუ, რომელშიც 14 ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას.
 
ყაზარმა
რუსთავი 2-ის და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტი რეალური შოუ ”ყაზარმა”.
დასი
რუსთავი 2-ის და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის ერთობლივი პროექტი, რეალური შოუ ”დასი”.
 
რა? სად? როდის?
ინტელექტუალური თამაში, "პროდიუსერული ცენტრ GameTV"–სა და ტელეკომპანია რუსთავი 2–ის ერთობლივი პროექტი.
ყველაზე ჭკვიანი
2004 წლიდან ქართველი ბავშვები იბრძვიან “ყველაზე ჭკვიანის” ტიტულის მოსაპოვებლად
 
სპორტ-ტაიმი
თი-ბი-სი ტი-ვი-სა და სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” ერთობლივი პროექტი. გადაცემა მოიცავდა სპორტის ყველა სახეობას.
რუსთავი2-ის საბავშვო თასი
ამ ჩემპიონატში საქართველო 2002 წლიდან იღებდა მონაწილეობას. ეს არის ჩვენი სპორტული საჩუქარი ქართველი ბავშვებისათვის
 
მხიარული სტარტები
საბავშვო გადაცემა - "მხიარული სტარტები" სპორტული შეჯიბრება-თამაში სკოლებს შორის
ჯეთიქს ქიდს თასი
ამ საერთაშორისო ჩემპიონატში საქართველო 2003 წლიდან იღებდა მონაწილეობას. ეს არის ჩვენი საჩუქარი ქართველი გოგონებისა და ვაჟებისათვის
 
საბავშვო ამბები
ბავშვების მიერ მომზადებული, ბავშვებისათვის განკუთვნილი პროგრამა „დიდების“ ტელევიზიაში.
ვისწავლოთ ხატვა
გადაცემის წამყვანი, მხატვარი ზალიკო სულაკაური პატარა მაყურებელს არასტანდარტული, სახალისო და მარტივი მეთოდით ასწავლის ხატვას.
 
დუტას ზღაპრები
რუსთავი2-ის და ჯეოსელის საბავშვო პროექტი, სხვადასხვა ქვეყნის ხალხური და ცნობილი ავტორების ზღაპრები პატარა მაყურებლისათვის
რაო- რაო?
საბავშვო ტოქშოუ - ბავშვების თვალით დანახული სამყარო. რა აოცებთ და აინტერესებთ პატარებს.
 
<ანაბანა
საბავშვო სიმღერის ფესტივალი, პატარები ანაბანას სცენაზე
საშლელი
რუსთავი 2-ისა და "სტუდია სარკის" ერთობლივი პროექტი, პირველი ქართული იუმორისტული ტელეჟურნალია"საშლელი". 2007წ.
 
ტაქსი
ზვიოს ტაქსს უფასოდ მიჰყავდა ხალხი, ისინი კი იგებდნენ ფულს და პრიზებს სპონსორებისაგან.
ბინა
საჩუქარი ჩვეულებრივ თბილისურ ოჯახებს - წამყვანი დიზაინერებისა და კომპანიების მიერ გარემონტებული ოთახი.
 
ნანიკოს შოუ
ტოქშოუ, რომელიც მოიცავდა ყველანაირ სოციალურ თემას. ცნობილი ადამიანებისა და რიგითი მოქალაქეების გულახდილი საუბარი.
გაიღიმეთ, ფარული კამერაა!
პროექტი გათვლილი იყო ყველა ასაკის მაყურებელზე და დიდი პოპულარობით სარგებლობდა
 
მიმღერე რამე
დუეტების კონკურსი, მუსიკალური შოუ პროფესიონალი მომღერლებისა და ცნობილი ადამიანების მონაწილეობით.
ვარსკვლავების აკადემია
უნიკალური ფორმატის შოუ, რომელიც აერთიანებს ორ ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო ბრენდს, რეალურ შოუს და საკონცერტო სანახაობას.
 
დოკუმენტური ფილმები
ფილმების სერია ეხება, როგორც საქართველოს, ასევე სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და ცხოვრების რიტმს
საქართველო - უახლესი ისტორია
თომა ჩაგელიშვილის საავტორო გადაცემა საქართველოს ისტორიის ყველაზე საინტერესო და დღემდე ტაბუდადებულ თემებს ეხება
 
პატრული
პროექტი აწვდის მოსახლეობას უახლეს ინფორმაციას პატრულის მიერ გამოვლენილი დანაშაულების შესახებ
უბნის ინსპექტორი
მოქალაქეებს შანსი ეძლეოდათ, თვალყური ედევნებინათ უბნის ინსპექტორის საქმიანობისთვის.
 
გახსნილია
კრიმინალურ-დოკუმენტური ფილმების ციკლი - ყველაზე გახმაურებული კრიმინალური საქმეების დეტალური ანალიზი
ფსიქო
პროექტი მაყურებელს მსოფლიო კინემატოგრაფიის შედევრებს სთავაზობდა, რასაც თან ახლდა დისკუსიები პირდაპირ ეთერში
 
დარდუბალა
იუმორისტული ოპოზიციური სერიალი ლიდერობდა საქართველოს ტელესივრცეში 2000-2002 წლებში
ჩვენი ეზო
პირველი პოლიტიკური სამგანზომილებიანი ანიმაციური მულტსერიალი საქართველოში “დარდუბალას” გაგრდძელება
 
Перекресток
პროექტი გვაწვდიდა მიმდინარე კვირის ინფორმაციას ამიერკავკასიაში მომხდარ მოვლენებზე
კომუნიკატორი
სერგი გვარჯალაძის საავტორო გადაცემა სთავაზობდა მაყურებელს დისკუსიებს აქტუალურ თემებზე

 
 
 

© 1994-2010 Rustavi 2 Broadcasting Company