"რუსთავი 2"-ის მაუწყებლობა საქართველოს ტერიტორიაზე მეტრული არხის საშუალებით ვრცელდება და საქართველოს მოსახლეობის 84%-ს მოიცავს. თანამგზავრის საშუალებით კი "რუსთავი 2"-ის 24 საათიანი მაუწყებლობა ევროპის მთელ ტერიტორიაზე, რუსეთის ევროპულ ნაწილსა და ახლო აღმოსავლეთში ვრცელდება.
"რუსთავი 2"-ის სარეკლამო სამსახური მომსახურების ფართო არჩევანს გთავაზობთ. თქვენ შეგიძლიათ ხელსაყრელ ფასად განათავსოთ რეკლამა თქვენ მიერ შერჩეულ ნებისმიერ პროგრამაში პოზიცირების არჩევით. ასევე შეგიძლიათ სპონსორობა გაუწიოთ ნებისმიერ პროგრამას.
გარდა ამისა, ჩვენ გთავაზობთ პროფესიულად დაგეგმილი სარეკლამო კამპანიის სტრატეგიის შერჩევას და ნებისმიერი სირთულის სარეკლამო რგოლის დამზადებას ციფრული აპარატურის და კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით.
"რუსთავი 2"-ის პროგრამები ყველაზე მაღალრეიტინგულია საქართველოში. გამოკვლევების მიხედვით, "რუსთავი 2" ფლობს საქართველოს სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის 50-60%.
"რუსთავი 2"-ის სარეკლამო სამსახური მუშაობს ყოველდღე, კვირის გარდა, 10:00-დან 18:00-მდე. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ: |