საქართველოს პრეზიდენტი სოფელ ქედაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად, აბაშიძეების 7-სულიან ოჯახს ესტუმრა და ჯანდაცვის ახალი პროგრამის შესახებ ესაუბრა.
ბერლინის სპორტული გამოცემა "მორგენ პოსტი" წერს, რომ გერმანიის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომიტეტი მომავალ კვირას მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ლევან კობიაშვილისთვის ერთწლიანი დისკვალიფიკაციის განსაზღვრის შესახებ.
საქართველოს უმეტეს რეგიონში ამომრჩეველთა სიების `კარდაკარის` პრინციპით შემოწმება დასრულებულია - საარჩევნო სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ მორიგი საანგარიშო ბრიფინგი გამართა.
მართლმადიდებელი სამყარო მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. განმანათლებლის ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.
ევროპის კვირეული თბილისში მორიგი ღონისძიებით აღინიშნა - ევროპის სახლში დისკუსია გაიმართა თემაზე, თუ რა გავლენა და როლი აქვს ინტერნეტს პოლიტიკურ პროცესებში.