ივანიშვილის კოალიციის წარმომადგენლები საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევის ოფიციალური ტექსტების გამოქვეყნებას სთხოვენ. განცხადება დღევანდელ ბრიფინგზე თინა ხიდაშელმა გააკეთა.
ბიძინა ივანიშვილი ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნით პრეზიდენტისთვის მიმართვას არ აპირებს. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე ივანიშვილის პრესსპიკერმა განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის წევრი უმრავლესობიდან კობა ხაბაზი `ქართული ოცნების` ლიდერს ბიძინა ივანიშვილს და მის კოალიციას 9 აპრილის ტარაგედიისადმი არაგულწრფელ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ტრადიციული ბრიფინგი გაიმართა. მანანა მანჯგალაძემ რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შემდეგ ტურისტების მატებაზე ისაუბრა.
დიმიტრი როგოზინმა რუსეთისა და ნატოს თანამშრომლობის მოწინააღმდეგეებს პროვოკატორები და გონებასუსტები უწოდა. რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა უარყო ინფორმაციას, რომ ულიანოვსკში ნატოს სამხედრო ბაზა უნდა განთავდეს.