ცხვარიჭამიის სიახლოვეს მდებარე ორი სოფელი პრაქტიკულად გარე სამყაროს მოწყვეტილია. ძლიერმა სეტყვამ, რომელიც ნახევარ საათს გაგრძელდა, კევლიანსა და თეზამამდე მისასვლელი გზა სერიოზულად დააზიანა.
ავთანდილ ლიპარტელიანს უკვე მომზადებული აქვს სიტყვა, რომლითაც ხვალ ნორვეგიის სასამრთლოს მიმართავს და 77 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობას მოითხოვს.
კიდევ ერთი მოგება ჩეკების გათამაშებაში. დღეს 50 ათასი ლარი გათამაშდა. ზუგდიდელმა ალექსანდრე ზარქუამ 40 თეთრის ღირებულების ორი პაკეტი მზესუმზირა შეიძინა.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია დიასახლისის სოციალური სტატუსის შემოღების ინიციატივით გამოდის. გურამ ჩახვაძის განმარტებით, დიასახლისი სტატუსით საჯარო მოხელეს უნდა გაუთანაბრდეს და სახელმწიფოსგან მატერიალურად უზრუნველყოფილი უნდა იყოს.
კოალიცია `ქართულ ოცნებაში` ნინო ბურჯანაძის შესვლის პერსპექტივას ზურაბ ტყემალაძე მიესალმება. ამის შესახებ პარტია `მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს` წევრმა პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში ისაუბრა.
ოსლოს სასამართლოს წინაშე ავთანდილ ლიპარტელიანი ხვალ წარდგება. კუნძულ უტოიაზე მოკლული თამთა ლიპარტელიანის მამა შეეცდება სასამართლო დაარწმუნოს, რომ ნორვეგიელ ტერორიტს სამუდამო პატიმრობა შეუფარდონ.