6 ივლისს ცნობილი მთამსვლელი და ბეისჯამპერი, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი პარაშუტით ხტომაში - ვალერი როზოვი კავკასიონის სიმბოლოს - ლეგენდარული უშბის მთის სამხრეთ მწვერვალიდან, 4300 მეტრის სიმაღლიდან გადმოხტა.
აშშ-ის "ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI) დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. `ენ-დი-აის` კვლევა 4-დან 22 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო. შეხვედრაზე წინაასარჩევნო გარემო და მომავალი არჩევნები განიხილებოდა.
ვილფრედ მარტენსმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა "რუსთავი 2-ს". "ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტი აცხადებს, რომ გზა, რომელიც საქართველოს აქვს არჩეული ევროკავშირში ინტეგრაციისათვის სწორი გზაა და ამ მიმართულებით ქვეყანაში რეფორმები უნდა გაგრძელდეს.
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოლაი მლადენოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. ვანო მერაბიშვილთან შეხვედრაზე, საქართველოსა და ბულგარეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილებოდა.