აშშ-ის "ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI) დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. `ენ-დი-აის` კვლევა 4-დან 22 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო. შეხვედრაზე წინაასარჩევნო გარემო და მომავალი არჩევნები განიხილებოდა.
ვილფრედ მარტენსმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა "რუსთავი 2-ს". "ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტი აცხადებს, რომ გზა, რომელიც საქართველოს აქვს არჩეული ევროკავშირში ინტეგრაციისათვის სწორი გზაა და ამ მიმართულებით ქვეყანაში რეფორმები უნდა გაგრძელდეს.
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოლაი მლადენოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. ვანო მერაბიშვილთან შეხვედრაზე, საქართველოსა და ბულგარეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილებოდა.
კავკასიური ტურნეს ფარგლებში, საქართველოში მყოფი ეუთოს გენერალური მდივანი დღეს ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს. ლამბერტო ზანერი პარლამენტის თავმჯდომარეს, ოპოზიციას და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარამომადგელებს შეხვდება.