ნატოს კვირეულის პირველი სამუშაო დღე თბილისში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა გახსნა. ჯეიმს აპატურაი საერთაშორისო კონფერენციაზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო.
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს ეცნობიან. ეუთოს წარმომადგნელებმა საარჩევნო კანონმდებლობაზე პარლამენტში უმრავლესობის წევრებთან ერთად იმსჯელეს.
შალვა ნათელაშვილი პოლიტიკიდან არ მიდის. "ლეიბორისტების" ლიდერმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის აქტიურად განაგრძობს საქმიანობას და არჩევნებისთვის მზადებას.
ერთი წლის შემდეგ, "სი-ენ-ენის" პოპულარული გადაცემა ”აი ონ ჯორჯია” ისევ საქართველოში ბრუნდება. ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე ამერიკული ტელეარხის მრავალ მილიონიანი მაყურებელი საქართველს უფრო ახლოს გაიცნობს.