ლილოში ქლორის გაჟონვის საქმეზე სამართალდამცველებმა შ.პ.ს. "სენტიმენტ ჯი-ემ-სის" ხელმძღვანელი გოჩა ყულეჭიშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ისიც ქლორის ბიზნესში იყო.
იტალიაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, თამაზ ნემსაძე და გურამ შათირიშვილი ემილიოს რეგიონში ერთ-ერთი ფერმერის სახლის ძარცვის დროს აიყვანეს.
ცალკე შეხვედრებს მართავს ბათუმში ევროპის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი. შტაფან ფულემ მოლაპარაკებები გუშინ საღამოს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართა.
ლილოში ქლორის გაჟონვით მოწამლული 18 წლის ლაშა ნარიმანიძე ინგორყვას კლინიკაში გარდაიცვალა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანის დღიდან მძიმე იყო და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.