საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ქართული საოპერო ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ოპერის სოლისტი ცისანა ტატიშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
მოზარდებს განათლება, მშობლებს დასაქმება და ხანშიშესულ ადამიანებს დაფასება, - ამ დევიზით დღეს ქრისტიან-დემოკრატებმა წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადეს.
დღეს პარლამენტის წინ ტელეკომპანია "მაესტროს" თანამშრომლები იყვნენ შეკრებილნი. საპროტესტო აქციის მონაწილეები სატელიტური ანტენების დაყადაღების გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.
სვეტოცხოვლობის დღესასწაულისა და 12 მოციქულის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართული წირვის შემდეგ კათალიკოს-პატრიარქმა სვეტიცხოვლის ტაძარში შეკრებილ მრევლს მიმართა.