ჭიდაობის საერთაშორისო ევროპული ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2013 წლის ევროპის ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს. სელას კონგრესი ბელგრადში გაიმართა, რომელსაც საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძეც ესწრებოდა.
დავით ბაქრაძე ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ორი ქვეყნის ურთიერთობებში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.
ლავროვის განცხადებას საქართველოს საგარეო უწყება გამოეხმაურა. რუს დიპლომატს გრიგოლ ვაშაძემ უპასუხა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია ქართულ მხარეს რუსეთის საგარეო უწყების პირით სთავაზობს, რომ საქართველო დათანხმდეს ირიბ აღიარებაზე...
ვარკეთილში გაზის ინტოქსიკაციით 18 წლის ბიჭი და 20 წლის გოგონა დაიღუპნენ. მძიმე მდგომარეობაშია 38 წლის ქალბატონი. ის მე-5 კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
რუსეთი საქართველოს პირობებს უყენებს. დუმაში სამთავრობო საათზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის მთავარმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვი მზად არის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა შემოიღოს....
აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტი ქართველი ბიზნესმენებისთვის სპეციალური კონფერენციას მართავს. ბიზნესის განვითარება და ფრენჩაიზინგი არის მთავარი საკითხები, რომლებშიც ამერიკელი ექსპერტები კონსულტაციას გაუწევენ ქართული კომპანიების წარმომადგენლებს.
10 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ლიტვის მთავრობაც გამოეხმაურა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიტვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა...
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ საზოგადოებას 2011 წლის უცხოური ინვესტიციების წინასწარი მონაცემები წარუდგინა. მინისტრის თქმით, საქართველოში 2011 წლის განმავლობაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან 377 მლნ აშშ დოლარი რეინვესტიციებზე მოდის.