პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის ახლად არჩეულ პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს და მას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ არჩევნებს "ისტორიული" უწოდა და აღნიშნა...
პროგრამა `ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის` უკვე მეორე წელია გრძელდება. პროექტში მონაწილე ახალგაზრდები არაქართულენოვან მოსახლეობას სახელმწიფო ენას ასწავლიან. დღეს პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა ახალი ნაკადის მიღება დაიწყო.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ლევილში ქართული დიასპორას წარმომადგენლებს შეხვდა. მანამდე კი პაპუნა დავითაიამ ლევილის ქართველთა სასაფლაოზე მიხაკო წერეთლის საფლავი მოინახულა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ტრადიციული ბრიფინგი გაიმართა. მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ჩიკაგოს ნატოს სამიტისა და იმ მოლოდინის შესახებ ისაუბა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს...
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დანერგილი ინოვაციების გასაცნობად უწყებას ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაცია სტუმრობს. თბილისში ვანო მერაბიშვილის ყირგიზი კოლეგა, პარლამენტის წევრები და პოლიციის მაღალჩინოსნები იმყოფებიან.