შინაგან საქმეთა სამინისტრო სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა ოჯახური ძალადობის, კონფლიქტებისა და არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების შესახებ.
ურეკის ბულვარში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ტერიტორიაზე მთლიანად განახლდება გამწვანება, ინფრასტრუქტურა; მოეწყობა მოსასვენებლი ადგილები, სავალი ნაწილი კი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება.
ნატოს კვირეულის ფარგლებში, კინოთეატრ "ამირანში" ავღანეთში მომსახურე ქართული ჯარის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო, გამოფენის სტუმრებმა ასევე ნახეს სპეციალურად მომზადებული ვიდეორგოლიც.
დღესვე ვიცე–პრემიერი ევროპის დემოკრატ სტუდენტთა კავშირის წევრებს შეხვდა, რომლებიც თბილისში იმყოფებიან. ისინი საქართველოში ევროპის 25 ქვეყნიდან ჩამოვიდნენ.
განათლების სისტემის განვითარების გეგმაზე მომუშავე სპეციალური საბჭოს წევრებმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი, `8+1` მოდელი განიხილეს. სხდომას მინისტრი დიმიტრი შაშკინი უძღვებოდა.