პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით 109 მომხრე ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო. ცვლილებებით, კონსტიტუციას 104/4-ე მუხლი დაემატება, რომლის თანახმად, 2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო...
ანდერს ბრეივიკის პროცესზე მორიგი ინციდენტი მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა ოსლოს სასამართლოს შესასვლელში თავის დაწვა სცადა. პოლიციელებმა რეაგირება დროულად მოახერხეს და და დაზარალებულს ალმოდებული ტანსაცმელი გახადეს.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერები გორში ადგილობრივ აქტივსა და მხარდამჭერებს შეხვდნენ. პარტიამ განაახლა ყველა რეგიონული ორგანიზაცია, მათ შორის შიდა ქართლშიც.
გასული კვირის მოვლენები შეაჯამა ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა. მანანა მანჯგალაძემ პრეზიდენტის სახელით თბილისში სტიქიური უბედურების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა და შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობაზე ისაუბრა.
`ახალი მემარჯვენეები` სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. ამჯერად პარტიის ლიდერები რაჭაში იმყოფებოდნენ. შეხვედრა მათ ამბროლაურის რაიონის სოფელ ნიკორწმინდაში გამართეს.
ელექტრონული თაღლითობის საქმეები გახსნილია. სამართლადამცველებმა 2 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საკრედიტო ბარათებიდან თანხებს იპარავდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების საორგანიზაციო შტაბი შეიქმნა, რომელიც გამოცდების მაღალ დონეზე ჩატარებაზე იქნება პასუხისმგებელი.