ქართულმა რეფორმებმა პრესტიჟული სართაშორისო აღიარება მოიპოვა. გაეროს მიერ დაწესებული პრიზი საუკეთესო საჯარო მომსახურების სფეროში ორ ქართულ პროექტს გადაეცა.
ორი ქართველი აქტივისტი, ნატო ბაჩიაშვილი - გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის წევრი და გიორგი გამყრელიძე - ორგანიზაცია ”ახალი თაობა, ახალი ინიციატივის” ანალიტიკოსი ჩიკაგოში ნატოს სამიტზე გაემგზავრებიან. ისინი ყველა სესიას და პრესკონფერენციას დაესწრებიან.
წყალდიდობით დაზარალებულთა დასახმარებლად დედაქალაქის საკრებულო ბიუჯეტს ცვლის. სახსრების ნაწილი სპეციალურ დახმარების ფონდში უნდა გადაირიცხოს. დღევანდელი განხვილვა საკრებულოში ხმაურით მიმდინარეობდა.
გიორგი გუგავა ბიძინა ივანიშვილს ლეიბორისტული პარტიის აქტივის მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებს. დღევანდელ პრესკონფერენციას პარტიის ის წევრებიც ესწრებოდნენ, რომელთა მოსყიდვაც სცადეს.
სამშენებლო გამოფენა თბილისში. საგამოფენო ცენტრ `ექსპო ჯორჯიაში` მე-17 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. გამოფენა ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ გახსნა და პარალელურად, ექვს ქართველ სპეციალისტს დამსახურებული არქიტექტორისა და მშენებლის წოდებები მიანიჭა.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. 22-გვერდიან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა და საქართველომ წარმატებას მიაღწიეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებული ურთიერთობების გაღრმავებისა და გაფართოების საქმეში.
ჯანდაცვის მინისტრმა მედიკოსებს პირველადი მედიცინის რეფორმის დეტალები გააცნო. ზურაბ ჭიაბერაშვილი "საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის" თანამშრომლებს შეხვდა.
თბილისში წყალდიდობის მიერ განადგურებული შენობების დემონტაჟი იწყება. იმ ადგილზე, სადაც სტიქიის ეპიცენტრი იყო, მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. დედაქალაქის მერიის სამსახურები ტერიტორიას ნანგრევებისა და ავარიული შენობებისგან გაათავისუფლებენ.