ორი ქართველი აქტივისტი, ნატო ბაჩიაშვილი - გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის წევრი და გიორგი გამყრელიძე - ორგანიზაცია ”ახალი თაობა, ახალი ინიციატივის” ანალიტიკოსი ჩიკაგოში ნატოს სამიტზე გაემგზავრებიან. ისინი ყველა სესიას და პრესკონფერენციას დაესწრებიან.
წყალდიდობით დაზარალებულთა დასახმარებლად დედაქალაქის საკრებულო ბიუჯეტს ცვლის. სახსრების ნაწილი სპეციალურ დახმარების ფონდში უნდა გადაირიცხოს. დღევანდელი განხვილვა საკრებულოში ხმაურით მიმდინარეობდა.
გიორგი გუგავა ბიძინა ივანიშვილს ლეიბორისტული პარტიის აქტივის მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებს. დღევანდელ პრესკონფერენციას პარტიის ის წევრებიც ესწრებოდნენ, რომელთა მოსყიდვაც სცადეს.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. 22-გვერდიან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა და საქართველომ წარმატებას მიაღწიეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებული ურთიერთობების გაღრმავებისა და გაფართოების საქმეში.
ჯანდაცვის მინისტრმა მედიკოსებს პირველადი მედიცინის რეფორმის დეტალები გააცნო. ზურაბ ჭიაბერაშვილი "საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის" თანამშრომლებს შეხვდა.
რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგების პროცესში ეუთოსა და ამ ორგანიზაციის საპარალამენტო ასამბლეის როლზე ისაუბრეს ვიცე-პრემიერ-მინისტრმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა...
ომონმა მოსკოვში დილის 6 საათისთვის `ჩისტიე პრუდიზე` აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. ამ დროისთვის დემონსტრანტების მიერ მოწყობილი ბანაკი მთლიანად დაცლილია.