სახელმწიფო დაზღვევის პოლისების დარიგება მოსახლეობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით დღეს დილიდან დაიწყო, თუმცა დაზღვევის მიმღებთა რაოდენობას ბანკები სათანადოდ მომზადებული ვერ შეხვდნენ. ოფისებში გრძელი რიგები წარმოიქმნა.
ლეღვის ნახარშით სხეულის დამწვრობის ახალი შემთხვევები გამოვლინდა. დამწვრობის ცენტრში სამ გოგონას მკურნალობენ. დაშავებულებიდან ერთი თბილისელია, ორი კი დუშეთიდან გადმოიყვანეს.
ანაკლიაში 23 წლის ახალგაზრდა დაიხრჩო. წინასწარი ინფორმაციით, ვეფხია სომხიშვილი, რომელიც ზღვაზე ნორიოდან დასასვენებლად იყო ჩასული, წყალში ნასვამი შევიდა.