ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებაზე თბილისში სამი დღის განმავლობაში ათი შერეული კომისია იმუშავებს. კომისიები კონფერენცია `შეერთებული შტატები - საქართველო გუშინ, დღეს, ხვალ`ფარგლებში შეიქმნება.
არასამთავრობო ორგანიზაცია `ჩემი საქართველო` ხელისუფლებას 90-იანი წლების დასაწყისში მოქალაქეების მიერ საბჭოთა ბანკებში დაკარგული ანაბრების აღდგენის გზებს სთავაზობს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უნგრეთის პრეზიდენტს შეხვდება. დავით ბაქრაძე ბუდაპეშტში გაემგზავრა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბაქრაძეს უნგრელი კოლეგაც მიიღებს.
უკვე მეორე ღამეა ხმაურია მოსკოვის ცენტრში. ჩისტიე პრუდიზე დემონსტრანტების დაშლის შემდეგ ომონმა ოპოზიციის ბანაკისგან ბარიკადნაიასა და კუდრინის მოედნების გათავისუფლება სცადა. მათ აქციის მონაწილეებს შეწირული თანხა და საკვები ჩამოართვეს.
კრემლი საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელებას ცდილობს, - ასეთი შეფასებები მოჰყვა თბილისში ნიკოლაი მაკაროვის ბოლო განცხადებას. რუსეთის შეიარაღებული ძალების...