სამართალდამცველებმა პოლიციელის მოსყიდვის ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროსმა შოთა უტიაშვილმა გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ფოთის მოსახლეობას შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი საპორტო ქალაქში რამდენიმე საათის წინ ჩავიდა. შეხვედრა პორტის დასახლებაში - კუნძულის უბანში გაიმართა და საუბარი შეეხო...
სამდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მტკვრიდან 16 წლის მოზარდის ცხედარი ამოიყვანეს. ალეკო ქელეხსაშვილი მტკვარზე საბანაოდ მეგობრებთან ერთად იყო წასული. ის წყალში ხიდიდან გადახტა და წინასწარი ინფორმაციით, ქვას დაარტყა თავი.
საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ოცი წლისთავთან დაკავშირებით, კიევის ნაციონალურ ოპერაში ბალეტი `გედის ტბა` წარმოადგინეს.
კოალიცია `ქართული ოცნება` წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. პოლიტიკური კოალიციის წარმომადგენლები დღეს შეკრებას გურიაში აპირებენ. კოალიციის წევრთა განცხადებით, აქცია 19 საათზე ოზურგეთის თეატრის წინ გაიმართება.
გურჯაანის რაიონის სოფელ ზიარში მტაცებელმა ადგილობრივი მოსახლის ცხვრის ფარა გაანადგურა. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა, მგლებმა 18 ცხვარი შეჭამეს, დანაჩენიდან უმეტესობა კი დაგლეჯილია.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზუგდიდში იმყოფებოდა. ზურაბ ჭიაბერაშვილმა `ჩემი ოჯახის კლინიკის` კუთვნილი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა...