თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ მუშაობა დაიწყო. მას უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია უხელმძღვანელებს.
კონტროლის პალატამ საქველმოქმედო ფონდ ”ქომაგის” ანგარიშები დააყადაღა. რამდენიმე დღის წინ დაფუძნებული ფონდი სკანდალში მას შემდეგ გაეხვია, რაც ”ქართული ოცნების” რამდენიმე ლიდერმა ფონდის მხარდაჭერის შესახებ ილაპარაკა.
ჩიკაგოს სამიტის წინ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ელჩებს და პოლიტიკურ პარტიებს მიმართა, რომ აქტიურად დაუჭირონ მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ბაჩუკი ქარდავა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პრინციპული პოზიცია გამოხატოს.
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიამ პარასკევის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ითქვა, რომ სამი კვირის განმავლობაში 300 ათასი ამომრჩევლის ვინაობა გადამოწმდა.
ნატოს ჩიკაგოს სამიტის წინ აშშ-ის კონგრესში საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მხარდამჭერი კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ილიანა როს-ლეტინენის განცხადებით...