გურიაში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. უხვმა ნალქმა ურეკში წყალდიდობა გამოიწვია. ადიდებულმა მდინარეებმა დატბორა ათეულობით საცხოვრებლი სახლი და მიწის ნაკვეთები.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარლის სახლში მეზობლებთან ერთად საკუთარი ვენახი შეწამლა. მას ვენახის შეწამვლაში კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილიც მიეხმარა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის საჯარო სკოლების 150 მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები გადასცეს.
რამდენიმე საათის განმავლობაში შეუძლებელი იყო ერთიანი ნაცონალური მოძრაობის ვებ-გვერდზე შესვლა. მმართველი პარტიის წარმომადგენლების თქმით, ამის მიზეზი საიტზე განხორციელებული კიბერ-შეტევა იყო.
აბიტურიენტები გამოცდების საბოლოო შედეგებს 25 აგვისტოს შეიტყობენ. გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ 25 აგვისტო იქნება ბოლო თარიღი, როდესაც ნებისმიერ აბიტურიენტს ეცოდინება, თუ რომელ ფაკულტეტზე მოხვდა და რა ოდენობის გრანტი მოიპოვა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოთხოვნის საფუძველზე, ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაცია დროებით შეჩერებულია. განცხადება ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა...
ესპანეთში დაკავებული 13 ქართველის შესახებ საგარეო უწყებას ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღია. ძარცვის ბრალდებით დაკავებულთა შესახებ ესპანეთში საქართველოს საელჩოსთვის ადგილობრივ სამართალდამცველებს ამ დრომდე არ მიუმართავთ.
მეცნიერებმა სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში გასულ წელს აღმოჩენილი მე-19 საუკუნის საფლავის იდენტიფიცირება მოახერხეს. საფლავში აღმოჩენილი ქალის ნეშტთან ერთად, არქეოლოგებმა ბეჭედიც იპოვეს. სწორედ მისი დახმარებით დადგინდა...