დილიდან ქუთაისის ყველა მოქმედ ტაძარში ზარებს რეკავდნენ. ასე დაიწყო ქუთაისქალაქობის აღნიშნვა. ბაგრატის ტაძარში წირვა აღავლინა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ.
ამერიკელმა მილიარდერმა და მედიამაგნატმა დონალდ ტრამპმა ტელეკოპანია ფოქს ნიუსის ეთერში საქართველოში ვიზიტის შესახებ ისაუბრა. ამერიკელი მილიარდერი შოუში ტელეფონით ჩაერთო და წამყვანებს შთაბეჭდილებები გაუზიარა.
`არნახულ წარმატებას` უწოდებს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ ცვლილებებს სენატორი ჯონ მაკკეინი. ქვეყნაში გატარებულ რეფორმებსა და მთავარ გამოწვევებზე მან ვილნიუსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.