თბილისში 26 მაისისთვის მზადება დაიწყო. აღმაშენებლის მოედანზე მონტაჟდება სცენა. აქ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართება.
დილიდან ქუთაისის ყველა მოქმედ ტაძარში ზარებს რეკავდნენ. ასე დაიწყო ქუთაისქალაქობის აღნიშნვა. ბაგრატის ტაძარში წირვა აღავლინა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ.
ქუთაისელები ქუთაისქალაქობას აღნიშნავენ. ამ თარიღს ქალაქი განახლებული იერსახით, რეაბილიტირებული თეატრით, ცენტრალური მოედნითა და სხვადასხვა ღონისძიებით ხვდება.