პარლამენტში ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. მანამდე კი პარლამენტის თავმჯდომარე უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა. ბიუროს სხდომაზე დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და მისი დაფინანსების საკითხს განიხილავდნენ.
მთავრობის ახალი სამოქმედო გეგმისა და მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობის მთავარი ამოცანა დასაქმების პრობლემის გადაჭრა იქნება - ეს განცხადება დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
მთავრობის ახალი შემადგენლობა და ახალი სამოქმედო გეგმა წარადგინა დღეს პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა შეხვედრაზე, რომელიც გლდანში მშენებარე პროფესიული სასწავლებლის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა.
4 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი იგეგმება. ჰერმან ვან რომპეი რამდენიმე უმაღლესი დონის შეხვედრას გამართავს, მათ შორის შედგება პირისპირ საუბარი პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
უკვე ცნობილია "ქართული ოცნების" მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მაჟორიტარების ვინაობა. ბიძინა ივანიშვილმა მცხეთაში გამართულ აქციაზე ის 4 პირი დაასახელა, რომლებიც კოალიციას საპარლამენტო არჩევნებში წარმოადგენენ.