ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება. ამის საფუძველი კონტროლის პალატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა. ამის შესახებ კიდევ ერთი განცხადება იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა.
კომპანია "ელიტა ბურჯში" სამართალდამცველები იმყოფებიან. მათ სამშენებლო კომპანიის საწყობიდან სატელევიზიო ანტენები გამოაქვთ. ამ თემასთან დაკავშირებით, პროკურატურამ განცხადება გაავრცელა.
საქართველოს პრეზიდენტმა ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურში ახლად აშენებული გაზსადენი გახსნა. მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობასაც შეხვდა და რეგიონის გაზიფიცირების პროექტზე ესაუბრა.
2012 წლის 20 ივნისს კონტროლის პალატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით).
სამართალდამცველებმა ოცი წლის წინ მომხდარი მკვლელობა გახსნეს. მკვლელობაში ბრალდებული, რომელზეც ამ ხნის განმავლობაში ძებნა იყო გამოცხადებული, დაკავებულია.
საკრედიტო დავალიანებების პრობლემის მოსაგვარებლად ეროვნულ–დემოკრატები ეროვნული ბანკისგან პროცესში ჩართვას და სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფას მოითხოვენ.
ლეიბორისტები ბანკების ნაციონალიზაციას და ვალების გადავადებას მოითხოვენ – შალვა ნათელაშვილმა პარტიის მიერ შედგენილი შავი სიაც წარმოადგინა, რომელშიც ქვეყნის ყველა ძირითადი ბანკი მოხვდა.