რომან დუმბაძის მკვლელობაში რუსული მედია ქართული სპეცსამსახურების კვალს ხედავს. ბათუმის 25-ე ბრიგადის ყოფილი გენერალი, რომელიც 2008 წლის მოვლენების შემდეგ რუსეთში ცხოვრობდა, მოსკოვში გუშინ მოკლეს.
რუსეთში მოკლული ქართველის მამუკა კახიშვილის საქმეზე ახალი დასკვნა გამოქვეყნდა. ოჯახის ადვოკატმა სამედიცინო ექსპერტების მიერ შედგენილი ის დოკუმენტი გაახმაურა, სადაც წერია, რომ კახიშვილის სიკვდილის მიზეზი გაგუდვა იყო.
ავტოსაგზაო შემთხვევას თურქეთში საქართველოს ერთი მოქალაქე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა ტრაბზონში მოხდა. ჩაით დატვირთული სატვირთო მანქანა გზიდან ხევში გადავარდა და გადაბრუნდა. 25 წლის ირაკლი კვიტაიშვილი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა.
ალკოჰოლით მოწამვლის გამო თურქეთში ორი ქართველი დაიღუპა. თურქული მედიის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა სტამბოლში, სულთანგაზის რაიონში მოხდა, სადაც საქართველოს ოთხი მოქალაქე ცხოვრობდა. პოლიციამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო. დაშავებლებისა და გარდაცვლილების ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება.
შეინარჩუნებს თუ არა საფეხბურთო კლუბი `ზესტაფონი` საქართველოს ჩემპიონის ტიტულს, ჯერ უცნობია. ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი ზესტაფონის კლუბის პრეზიდენტს იმ ბრალდებების დასაბუთებას სთხოვს, რომელის მიხედვითაც მარტვილის `მერანი` და რუსთავის `მეტალურგი` საფეხბურთო გარიგებაში დაადანაშაულა.
საქართველოს სკოლებში საატესტატო გამოცდები გრძელდება. დღეს, მე-12 კლასის მოსწავლეებმა უცხო ენის გამოცდა ჩააბარეს. გამოცდის პროცესს საქართველოს განათლების მინისტრი რუსთავის მე-4 საჯარო სკოლაში აკვირდებოდა.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ვიზიტზე, დავითგარეჯის მონასტრის პრობლემასა და 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
საქართველოს დელეგაციამ ნატოს ჩიკაგოს სამიტის სამ ყველაზე მნიშვნელოვან სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ესენი იყო 13 განსაკუთრებული პარტნიორის შეხვედრა, იმ ქვეყნების შეხვედრა, რომლებიც ავღანეთის მისიაში მონაწილეობენ და ოთხი ასპირანტი ქვეყნის შეხვედრა.