პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ვიზიტზე, დავითგარეჯის მონასტრის პრობლემასა და 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
საქართველოს დელეგაციამ ნატოს ჩიკაგოს სამიტის სამ ყველაზე მნიშვნელოვან სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ესენი იყო 13 განსაკუთრებული პარტნიორის შეხვედრა, იმ ქვეყნების შეხვედრა, რომლებიც ავღანეთის მისიაში მონაწილეობენ და ოთხი ასპირანტი ქვეყნის შეხვედრა.
ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ნატოს საქართველოს ალიანში მიღებისკენ მოუწოდებს. ამ ინიციატივით კარლ ლამერსმა ნატოს წევრი 28 ქვეყნის პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს ატლანტიკური საბჭოს მთავარ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა.
ნატოს ჩიკაგოს სამიტის ერთ-ერთი მთავარი შეთანხმება მიღწეულია - ალიანსის წევრებმა ხელი მოაწერეს ბარაკ ობამას სტრატეგიულ გეგმას ავღანეთის ოპერაციის 2013 წელს შეწყვეტასთან დაკავშირებით.