ოფიციალური მოსკოვი ნატოს ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების გამო გაღიზიანებას ვერ მალავს. სერგეი ლავროვის უწყება ალიანსის პოზიციას საჯაროდ დღეს პირველად გამოეხმაურა.
საქართველოს საჯარო სკოლებში საატესტატო გამოცდები გრძელდება. დღეს მოსწავლეები გეოგრაფიაში გადიან ტესტირებას. განათლების მინისტრი სომხურენოვანი მოზარდების გამოცდის პროცესს თბილისის 104-ე საჯარო სკოლაში დაესწრო.
დამოუკიდებლობის დღეს სამედრო აღლუმი პირველად ქუთაისში გაიმართება. ქალაქში, პარლამენტის ახალი შენობის წინ დილიდან აღლუმის რეპეტიცია მიმდინარეობს. 26 მაისს სხვადასხვა ქართულ სამხედრო დანაყოფთან ერთად, უმაღლესი მთავარსარდლის წინ ჩაივლის
აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ ფიფას თხოვნით მიმართა, რათა ამხანაგური მატჩების გამართვის უფლება მიიღოს. ამის შესახებ რუსულ გამოცემებს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯამალ გუბაზმა განუცხადა.
ალა ჯიოევა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ვიცე-პრემიერი გახდა. შესაბამის ბრძანებას საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა მოაწერა ხელი. გავრცელებული ცნობით, ახალ პოსტზე ჯიოევა სოციალურ სფეროს გაუწევს კურირებას.
შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდში სიტყვით გამოვიდა. მიხეილ სააკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რეიგანის დიდ წვლილზე, რომელიც მან მსოფლიო პოლიტიკაში შეიტანა.
ანრი ჯოხაძე დარწმუნებულია, რომ ის სიმღერის საერთაშორისო კონკურს `ევროვიზიის` ფინალში გასვლას შეძლებს. რამდენად წარმატებული იქნება ქართველი კონკურსანტის გამოსვლა `ევროვიზიის` სცენაზე, ეს რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.
დედაქალაქი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებისთვის ემზადება. დღესასწაულთან დაკავშირებით, მოძრაობა უკვე შეზღუდულია რუსთაველის გამზირზე.