ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ გალში 24 აპრილს დაგეგმილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის 36-ე შეხვედრა არ გაიმართა.
სენატორმა ჯონ მაკკეინმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს სპეციალური წერილი მისწერა, სადაც ჰილარი კლინტონს მოუწოდებს ნატოს ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს ნატოში გაწევრიანებას დაუჭიროს მხარი.
დიმიტრი მედვედევის მორიგ ბრალდებებს მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავში ახალი ავტოდრომის დათვალიერებისას გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს ეწვია, თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში აგრარული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საქართველოს უშიშროების საბჭოსა და პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლას, გამოცდილებების გაზიარებას...
ევროსაბჭოში ერთმანეთს ქართული და რუსული დელეგციის ხელმძღვანელები შეხვდნენ. შეხვედრა სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ჟან კლოდ მინიონის კაბინეტში გაიმართა.
ბათუმის აეროპორტი უკვე მეორე დღეა პარალიზებულია. ძლიერი ნისლის გამო, აეროპორტიდან არც ერთი რეისი არ შესრულებულა. ბათუმი-თბილისის გარდა, რეისები გადაიდო მოსკოვის, კიევისა და სტამბოლის მიმართულებით.