მოსახლეობასთან დაპირისპირებაზე კომენტარი ბიძინა ივანიშვილმა მომხდარიდან რამდენიმე საათში გააკეთა. ქართული ოცნების ლიდერმა ბრიფინგი პარტიის ოფისში გამართა. ოლიგარქი ამტკიცებს, რომ მომხდარი პროვოკაცია იყო.
ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს პრეზიდენტმაც გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან ტაძრის ამოღების საფრთხე აღარ არსებობს...
სოფელ მერეთში მოსახლეობისა და ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირებაზე კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. დავით ბაქრაძე გაგებით ეკიდება მომხდარს, თუმცა მოსახლეობას თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
ვარდების მოედანზე ”თბილისი 2015-ის” ოფიციალური ლოგოს პრეზენტაცია გაიმართა. თეატრალიზებულ დადგმაში 500-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. ღონისძიება ქალაქის მერიის, სპორტის სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და ”თბილისი 2015-ის” საორგანიზაციო კომიტეტის ინიციატივით გაიმართა.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა მიმდინარე კვირაში პრეზიდენტის გეგმებზე ისაუბრა. მანანა მანჯგალაძის ინფორმაციით, დღეს მიხეილ სააკაშვილი თურქეთში, შავი ზღვის აუზის ქვეყნების ფორუმზე გაემგზავრება.
ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას სტუმრობას გორის რაიონის სოფელ მერეთში ინციდენტი მოჰყვა. ფიზიკური დაპირისპირება სოფელში მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსახლეობის ნაწილმა ივანიშვილის სტუმრობის გამო პროტესტი გამოთქვა. ნაცემია რამდენიმე ადამიანი.
უნივერსიტეტის კადეტებმა ზაფხულის სამთო მომზადების საბაზისო კურსი დაასრულეს. წვრთნის დასრულების საზეიმო ცერემონია საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ბაზაზე გაიმართა. ამერიკელ კადეტებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.