საქართველოს პრეზიდენტის კიდევ ერთი ინიციატივა. პირველკურსელები, რომლებიც კურსს საუკეთესო შედეგით დახურავენ, მომდევნო წლებში გადასახადისგან თავისუფლდებიან. მათი სწავლის გადასახადს სახელმწიფო დაფარავს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარისა და სერგეი ლავროვის მოედგილის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
დიმიტრი მედვედევის უკანასკნელ სატელევიზიო ინტერვიუს დასავლური მედია ეხმაურება. გავლენიანი ნიუ-იორკ ტაიმსი ყურადღებას ამხვილებს იმ ფაქტზე, რომ რუსეთის ლიდერი მისი პრეზიდენტობის პერიოდში გატარებული რეფორმებით უკმაყოფილო და იმედგაცრუებულია.
საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი, რაც შეიძლება, მალე და მიუხედავად იმისა, რომ მისი ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ამგვარი განცხადებები შერთებული შტატების კონგრესში ნატოსა და ევროპული საკითხების ქვეკომიტეტის სხდომაზე გაკეთდა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სამხრეთ კავკასიაში ახალ, ერთწლიან პროგრამას იწყებს, რომელშიც მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში კონფლიქტის ზონებს დაეთმობა.