საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს იაპონიაში მართავს. ნიკა გილაური დღეს იაპონელ კოლეგას იოშიჰიკო ნოდას შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერაზე.
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე თბილისში ნატოს სამეკავშირეო ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. მანამდე კი ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა.
პარლამენტმა საკაბელო მაუწყებლის ახალ ვალდებულებებს პირველი მოსმენით კენჭი უყარა. პროექტის განხილვა დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს, ამიტომ ხვალ მას უკვე მეორე მოსმენით დაამტკიცებენ.
მაია მიმინოშვილი ისევ განათლების საკითხებზე იმუშავებს, დღეს გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ახალი ასოციაცის პრეზენტაცია გამართა. ორგანიზაციაში ძირითადად ის თანამშრომლები იმუშავებენ, რომელთაც ცენტრი მაია მიმინოშვილის გათავისუფლების შემდეგ დატოვეს...
კოალიცია `ქართული ოცნების` ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართა. მათ `გლობალ ტი-ვი-ს`სატელიტური ანტენების დაყადაღება გააპროტესტეს.
საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში შეერთებული შტატების საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი დიდი რაოდენობით დამკვირვებელს გამოგზავნიან და ამისთვის ამერიკამ უკვე გამოყო 2 მილიონ დოლარამდე. ამის შესახებ შეერთებული შტატების ელჩის განცხადებიდან გახდა ცნობილი.