24 წლის გაბრიელ ჯამრიშვილი სოფელ ლამისყანაში ცეცხლსასროლი იარაღით მისივე თანასოფლელმა მოკლა. მასთან ერთად, კიდევ ერთ მამაკაცს შალვა ბედოშვილს ესროლეს, რომელიც სიკვდილს გადაურჩა.
ცნობა იმის შესახებ, რომ კანადის სანაპიროსთან ჩაძირულ იახტაზე ერთი ქართველი დაიღუპა, ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ გარდაცვლილს ქართული პასპორტი აღმოაჩნდა.
ცნობილი "ბუდა ბარი" უკვე თბილისშიც გაიხსნა – რესტორნისა და ბარის კონცეფცია აქაც ისევეა დაცული, როგორც მსოფლიოს სხვა 15 ქალაქშიც, სადაც "ბუდა ბარი" მდებარეობს.
"სამხრეთ კორეის მაგალითი გვაჩვენებს, რომ საქართველო სწორი გზით ვითარდება," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სამხრეთ კორეელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.