პრეზიდენტი სტიქიის ზონაში. მიხიელ სააკაშვილი წალენჯიხის რაიონის სოფელებში ჩავიდა და მეწყრისგან ჩაკეტილ უბნებში შევიდა. პრეზიდენტმა ყველა დაზარალებული ოჯახი მოინახულა და ადგილობრივ ხელისუფლებას დავალებები მისცა.
სამეგრელოში მომხდარი წყალდიდობის გამო, მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტი შეწყვიტა. საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში `კრანს მონტანას` ფორუმის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა.
ლეიბორისტული პარტია მოსახლეობისგან ფინანსურ დახმარებას ითხოვს. გიორგი გუგავამ განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ პარტიისთვის გამოყოფილი სახსრები წინასაარჩევნო კამპანიისთვის არასაკმარისია. ამიტომ ლეიბორისტები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს თანხების გადარიცხვას სთხოვენ.
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ბათუმში იმყოფება. დღეს ალექსანდრ ვერშბოუ თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-7 სამიტს დაესწრება. მანამდე კი მან უკვე დაათვალიერა ბათუმის იუსტიციის სახლი, სადაც მომსახურების ინოვაციურ პროექტს გაეცნო.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაზე განცხადება გაავრცელა, სადაც გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს.
ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღეს აბიტურიენტები ისევ ქართულ ენასა და ლიტერატურაში გადიან ტესტირებას. რეგისტრაციაზე ტექნიკურ უნივერსიტეტში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში 202-ე საჯარო სკოლის 6 უსინათლო აბიტურიენტი განათლების მინისტრმა მიიყვანა.
დღეს გამთენიისას საქართელოში გადმოასვენეს მერილენდის შტატში მოკლული ბექა ზარდიაშვილი. მამის განცხადებით, მათ უკვე აყვანილი ჰყავთ ადვოკატი. გამოძიებამ დაამტკიცა, რომ მკვლელი მისივე თანამშრომელია და ოჯახი ადვოკატის...