`ქართუ ბანკის` პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. ის მიმართავს ხელისუფლებას და მოუწოდებს შეაჩეროს საჯარო აუქციონი, რომელზეც ქართუ ჯგუფის აქციათა 100 %-ია გატანილი და მათ შორის, ბანკ ქართუს აქციათა სრული პაკეტი.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დღეს მოსახლეობას შეხვდა. ვანო მერაბიშვილი ჯანდაცვის მინისტრთან ერთად შოთა გოგლაძის ოჯახში იმყოფებოდა და მათ მთავრობის სამოქმედო პროგრამა გააცნო და ჯანდაცვის და დაზღვევის პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
თბილისს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის კონგრესმენთა ექვსკაციანი დელეგაცია სტუმრობს. დელეგაციას პენსილვანიის შტატის რესპუბლიკელი სენატორი ბილ შუსტერი ხელმძღვანელობს. პირველი შეხვედრა უცხოელმა სტუმრებმა ოპოზიციასთან გამართეს.
ლეიბორისტულმა პარტიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა. გიორგი გუგავას თქმით, ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ერთობლივი გადაწყვეტილებაა.
თბილისის მერმა დედაქალაქში კიდევ ერთი ახალი კლინიკა გახსნა. Medical House ქართულ-ამერიკული პირველადი ჯანდაცვის სამკურნალო დაწესებულებაა. გიგი უგულავამ ახალი კლინიკა დაათვალიერა და მედპერსონალს გაესაუბრა.