`ქართუ ბანკის` პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. ის მიმართავს ხელისუფლებას და მოუწოდებს შეაჩეროს საჯარო აუქციონი, რომელზეც ქართუ ჯგუფის აქციათა 100 %-ია გატანილი და მათ შორის, ბანკ ქართუს აქციათა სრული პაკეტი.
თბილისს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის კონგრესმენთა ექვსკაციანი დელეგაცია სტუმრობს. დელეგაციას პენსილვანიის შტატის რესპუბლიკელი სენატორი ბილ შუსტერი ხელმძღვანელობს. პირველი შეხვედრა უცხოელმა სტუმრებმა ოპოზიციასთან გამართეს.
ლეიბორისტულმა პარტიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა. გიორგი გუგავას თქმით, ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ერთობლივი გადაწყვეტილებაა.
მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის წარდგენის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და პრემიერობის კანდიდატმა ვანო მერაბიშვილმა.
ახალი მთავრობის შემადგენლობა ცნობილია. ვანო მერაბიშვილის კაბინეტში შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ბაჩო ახალაია დაიკავებს, თავდაცვის მინისტრი კი დიმიტრი შაშკინი გახდება.