იტალიის პროკურატურამ კახი კალაძესთან დაკავშირებით განცხადება უნდა გააკეთოს. არ გამორიცხავენ, რომ ადგილობრივ სამართალდამცველებს კალაძესთან დამატებითი კითხვებიც გაუჩნდეთ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სკოლის დირექტორებს შეხვდნენ და მათთან ერთად შეაჯამეს 2011-2012 წლის საატესტატო გამოცდები.
საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში იმყოფება. გაეროს ცივილიზაციათა ალიანსის პარტნიორთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა რეგიონში ქვეყნის მნიშვნელოვან როლსა და საქართველო-თურქეთის ურთიერთობებზე ისაუბრა.
საქართველო ამოღებულია ფინანსური რისკის მქონე ქვეყნების სიიდან. ახალი რეიტინგები კომპანია Moody`s Investors Service-მა გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს და სახელმწიფოების საკრედიტო რეიტინგებს ადგენს.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა საატესტატო გამოცდების შედეგები შეაჯამა. მოსწავლეებმა წელს ტესტირება 8 საგანში გაიარეს. გამოცდები, გასული წლის მსგავსად, კომპიუტერის დახმარებით ჩააბარეს.
პრეზიდენტის განკარგულებით, ქუთაისში, პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა ღირსების ორდენები და მედლები 49 პირს გადასცა.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად შექმნილი უწყებათაშორისი კომისია ადმინისტრაციულ ორგანოებს და სკოლებს მიმართავს. კომისია აცხადებს, რომ უწყებებსა და სასწავლებლებში არჩევნებამდე უნდა შეწყდეს ოპტიმიზაციის პროცესი...
განათლების მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მისი უწყება მასწავლებლების მასობრივ გათავისუფლებას გეგმავს. დიმიტრი შაშკინის განმარტებით, ბოლო დღეებში ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები სკოლებთან პედაგოგებს ხვდებიან და...