ევროპასა და ევროპული სახელმწიფოების ლიდერებს სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებისაკენ მოუწოდებენ. განცხადება ევროპარლამენტის წევრმა, პოლონელი პოლიტიკოსმა ზბიგნევ ჟიობრომ გააკეთა.
ირაკლი ალასანიას მორიგი ბრალდება. ის აცხადებს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ზუგდიდში ხელისუფლებამ თავად დადო და ეს საგაგნგებოდ დღევანდელ დღეს დააამთხვია.
`ქართულ ოცნებას` შეუძლია მანიფესტაცია 27 მაისს ჩაატაროს - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერიის პრესსპიკერმა ბაჩო დოლიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, 1 მაისს თბილისის მერიაში შევიდა `ქართული ოცნებისა` და მასში შემავალი რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წერილობითი მიმართვა...
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და რეფორმებზე ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ ვენაში გამართულ შეხვედრებზე.
"ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში" - ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში კონკურსს აცხადებს. მონაწილეებს საკონკურსოდ ონლაინ, ბეჭდვითი და სამაუწყებლო მედიისთვის შექმნილი ჟურნალისტური ნამუშევრების წარდგენა ინგლისურ, ქართულ და რუსულ ენებზე შეუძლიათ.
დღეიდან საქართველოს მოქალაქეები ციფრული ხელმოწერის სისტემით ისარგებლებენ. ID-ბარათის მფლობელებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან საქართველოში ჩამოუსვლელად შეეძლებათ მათთვის აუცილებელ დოკუმენტს ხელი ინტერნეტის საშუალებით მოაწერონ.