მინისტრთა კაბინეტის სხდომა ორ საათს გაგრძელდა. მთავრობის წევრებმა 105 საკითხზე იმსჯელეს, თუმცა, დღის წესრიგის განხილვამდე, პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სამინისტროების მუშაობით დაინტერესდა.
ქრისტიან-დემოკრატებმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში განსახილველად შეიტანეს. ცვლილების თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ევროკავშირის მოქალაქეებსაც უნდა მიეცეთ.
ქართველ მძარცველთა კიდევ ერთი ჯგუფი დააკავეს ევროპაში. ამჯერად, სამართალდამცველებმა ქურდები ესპანეთში აიყვანეს, თუმცა, გამოძიების ინფორმაციით, ისინი სხვა ქვეყნებშიც ძარცვავდნენ მოსახლეობას.
ბიძინა ივანიშვილი და მისი ადვოკატები ჯერ კიდევ არ აკონკრეტებენ, აპირებენ თუ არა პრეზიდენტს ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნით მიმართონ და კვლავ აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ უკანონო იყო.
ხოდორკოვსკის შესახებ სენსაციური დოკუმენტური ფილმის სპეციალური ჩვენება იმართება დღეს კინოთეატრ `ამირანში`. ფილმი პირველად 2011 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე უჩვენეს. იმის გამო, რომ კინოფირი აქ ორჯერ მოიპარეს...