მოსკოვის კიდევ ერთ აღიარებას აკეთებს - სერგეი ლავროვმა დღეს პირველად განაცხადა ოფიციალურად, რომ ოპერაცია მშვიდობის იძულების მიზნით იგივეა, რაც ინტერვენცია.
საქართველოს ჯარის გაძლიერება კავკასიის რეგიონს საფრთხეს უქმნის, - ეს განცხადება დღეს რუსეთის საგარეო სამინისტროში გაკეთდა. ალექსანდრე ლუკაშევიჩი, მიხეილ სააკაშვილის მიერ ძლიერი ჯარის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ქლორით მოწამვლის შედეგად საავადმყოფოში კიდევ ორი მაშველი მოათავსეს. ისინი ლილოში შემთხვევის ადგილზე ორი დღის განმავლობაში მუშაობდნენ. მათი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ სახლში გაწერენ.
გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობისათვის დაკავებულებს მოსკოვის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. სამივე მათგანი ქართველია. ისინი ციხეში 21 აგვისტომდე დარჩებიან.
დარეგისტრირებული 40 ათასიდან პროფესიული უნარები 32 ათასამდე მასწავლებელმა ჩააბარა. დღეს საგამოცდო ცენტრებში პედაგოგოებისთვის პროფესიულ უნარებში გამოცდა დასრულდა. საგამოცდო ცენტრში იმყოფებოდა განათლების მინისტრიც.
პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება იზრდება. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში შესატან ცვლილებას დეპუტატები დღეს მეორე და მესამე მოსმენით უყრიან კენჭს.