დუშეთში საქართველო პრეზიდენტმა ახალი საავადმყოფო გახსნა. 15-საწოლიანი კლინიკა თანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი და აქ ყველა სახის სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომია.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებში დიმიტრი მედოევიც მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მარიონეტული რეჟიმის ელჩმა რუსეთში BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ვლადიმერ პუტინი მომხრეა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი დაიშალოს. ამ განცხადებით რუსეთის პრემიერი ვლადიმერ ჟირინოვსკის ინიციატივას გამოეხმაურა და ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი შეაქო.
გაზეთ `ასავალ-დასავალში` გამოქვეყნებულ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურნენ პოლიტიკური პარტია `თავისუფალი საქართველოს` წევრები. პარტია მიესალმება ივანიშვილის მზადყოფნას, რომ მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატების შესახებ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები დაიწყოს.
`საქართველო დიდ პოლიტიკურ თამაშში მხოლოდ პაიკია და რუსეთთან მისი ურთიერთობა დამოკიდებულია შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის შეთანხმებებზე`- ასეთ განცხადებას აკეთებს რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია.
შინაგან საქმეთა მინისტრი საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა მინსკში, ვანო მერაბიშვილი საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს ვალერი ვაკულჩიკს შეხვდა, რომელსაც პოსტზე პირადად ქვეყნის პრეზიდენტი ნიშნავს
საქართველოს 15 ახალი ჰიდროელექტოსადგურის აშენდება. მშენებლობები თებერვლიდან, საქართველოს რამდენიმე რეგიონში დაიწყება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.