მე-20 საუკუნის დასაწყისში დაპროექტებული აბასთუმნის რეაბილიტაცია დაიწყო. საქართველოს კიდევ ერთ ცნობილ კურორტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება.
თავდასხმა მოხდა საქართველოს ბანკის ფილიალზე. ორი ნიღბიანი და შეიარაღებული პირი დიღომში მდებარე ბანკის ფილიალში დღეს შეიჭრა და გარკვეული თანხის წაღება მოახერხა.
სამართალდამცველებმა მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობაში ბრალდებული პირები დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ლევან შალიკიანსა და ვასილ ნამგალაძეს ავტომობილით გადაჰყავდათ სამტრედიის რაიონის სოფელ ჭაგანის საძოვრებიდან მოპარული მსხვილფეხა პირუტყვი.
ნორვეგიაში მომხდარი ტერაქტის დროს მოკლული თამთა ლიპარტელიანის მამა ოსლოში იმყოფება. აეროპორტში მას ადვოკატი და თარჯიმანი დახვდნენ. ავთანდილ ლიპარტელიანი ანდერს ბრეივიკის სასამართლოზე ჩვენებას მისცემს.
ბათუმში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის(UNWTO) კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა და ქვეყანაში ტურიზმის განვითარების შესახებ ისაუბრა.
29 წლის გიორგი აკოფიანი, რომელიც 2 დღის წინ ვაკეში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების მონაწილე და მთავარი ეჭვმიტანილი იყო, პოლიციამ წუხელ უკვე დააკავა. აბაშიძის ქუჩაზე 46 წლის კახი ბიბილური დაჭრეს. მას ჭრილობა მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული.
დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავია. 1945 წლის 8 მაისს ვერმახტმა უპირობო კაპიტულაცია გამოაცხადა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა 60 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლე იყო.
გერმანიაში ვიზიტად მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე ბერლინში საქართველოს საელჩოში ვოლფგანგ ბიორნზენის წიგნის პრეზენტაციას დაესწრო. წიგნი `სანიმუშო ადამიანები მცირე ნაკლოვანებებით`ქართულ ენაზე ითარგნა.