ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პატივისცემისკენ მოუწოდებს. საგანგებო განცხადება კეტრინ ეშტონმა ორი ქვეყნის საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ გაავრცელა.
ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები კახა და ლაშა შუშანაშვილები აშშ-ის სახელმწიფო სახაზინო დეპარტამენტის შავ სიაში მოხვდნენ, რაც მათთვის ქვეყანაში არსებული საბანკო აქტივების გაყინვას ითვალისწინებს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ამომრჩევლის მოსყიდვაში ბრალდებულ ”ქართული ოცნების” აქტივისტებს - კობა ჯაბუასა და ნინო ყურუას აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
ბათუმში მშენებარე საცხოვრებელ კომპლექს ”მაგნოლიაში” 50 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. გიორგი ძველაია ტიხრის კედლის დემონტაჟის სამუშაოების დროს დაიღუპა. ნგრევის დროს მუშა კედლის ფრაგმენტის ქვეშ მოჰყვა.
გლდანის ნაგავსაყრელზე ნაპოვნი ჩვილი ამ დროისათვის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ახალშობილი გვიან ღამით იპოვეს და ახალშობილი ბავშვთა ახალ კლინიკაში გადაიყვანეს.