პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გაეროში აფრიკის ქვეყნების ელჩები მიიღო. საუბრისას განიხილებოდა ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოში გატარებული რეფორმები და ახალი პროექტები.
საქართველოს პრეზიდენტმა მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ ფილატს ყვარელში, საკუთარ კარ-მიდამოში უმასპინძლა. შეხვედრა არაფორმალურ გარემოში გაიმართა.
პრემიერ-მინისტრი დღეს თბილისის ერთ-ერთ გარეუბანს სტუმრობდა. მოსახლეობასთან შეხვედრაზე ვანო მერაბიშვილმა სახელმწიფო პროგრამა და 1000-ლარიანი ვაუჩერის დეტალები განიხილა.
ხმათა უმრავლესობით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. საერთაშორისო ორგანიზაცია დოკუმენტში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ოკუპირებულ ტერიტორიებად ოფიციალურად მოიხსენიებს.
საქართველოს ტურიზმის და ეკონომიკის განვითარებას დაუთმო ეთერი "სი-ენ-ენის" გადაცემა ”გლობალ იქსჩეინჯმა”. პირდაპირ ეთერში გეგმებისა და შედეგების შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლონდონიდან ილაპარაკა.
თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები დასრულდა. უწყების ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ აკაკი სეფერთელაძე დაინიშნა. მინისტრის მოადგილედ - დავით ახალაია, რომელიც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის შეფი იყო.
ზედა პალეოლითის ხანის საცხოვრებელი გამოქვაბულია აღმოჩენილი იმერეთში. უნიკალური აღმოჩენა წყალტუბოს რაიონში ქართველი და უცხოელი მეცნიერების ექსპედიციას ეკუთვნის.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე დღეს საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციას კენჭი უნდა უყარონ. დოკუმენტი გუშინ უკვე მიიღო პოლიტიკურმა კომიტეტმა. წინააღმდეგი მხოლოდ რუსეთი იყო.