პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გაეროში აფრიკის ქვეყნების ელჩები მიიღო. საუბრისას განიხილებოდა ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოში გატარებული რეფორმები და ახალი პროექტები.
საქართველოს პრეზიდენტმა მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ ფილატს ყვარელში, საკუთარ კარ-მიდამოში უმასპინძლა. შეხვედრა არაფორმალურ გარემოში გაიმართა.
ხმათა უმრავლესობით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. საერთაშორისო ორგანიზაცია დოკუმენტში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ოკუპირებულ ტერიტორიებად ოფიციალურად მოიხსენიებს.
თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები დასრულდა. უწყების ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ აკაკი სეფერთელაძე დაინიშნა. მინისტრის მოადგილედ - დავით ახალაია, რომელიც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის შეფი იყო.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე დღეს საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციას კენჭი უნდა უყარონ. დოკუმენტი გუშინ უკვე მიიღო პოლიტიკურმა კომიტეტმა. წინააღმდეგი მხოლოდ რუსეთი იყო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში ძლიერი წყალდიდობის შედეგად მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო.