13 ივლისს ანკარაში ნაბუკოს პროექტის რეალიზაციასთან დაკავშირებით სახელმწიფოთა შორისო ხელშეკრულება გაფორმდება, განაცხადა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარის წარმომადგენელმა.
საქართველოს პროკურატურაში აგვისტოს ომის დროს მომხდარ ეთნოწმენდაზე გამოძიება გრძელდება. მტკიცებულებების მოგროვებაზე 200 პროკურორი მუშაობს. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ კი რუსულ-ქართული ომის საქმის გამოძიება დაასრულა.
მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა აჭარაში. მინიტრთა კაბიბნეტის შეკრებას პრეზიდენტმა უხელმძღვანელა. ბათუმი მთელს ევროპაში არის თითქმის ერთადერთი ქალაქი, სადაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად მშენებლობა არ შეჩერებულა, განაცხადა მან.
ნინო ბურჯანაძე უკრაინელ ოლიგარქთან და კუჩმას სიძესთან შეხვედრის ფაქტს ოფიციალურ ადასტურებს, თუმცა აცხადებს რომ ის შეხვედრის დეტალებზე არ ისაუბრებს. ბურჯანაძის თქმით, მას პინჩუკთან ოპოზიციის დაფინანსებაზე საუბარი არ ჰქონია.
ორი ლიდერის შეხვედრამ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები იმედოვნებენ, რომ რუსეთ-ამერიკის დაძაბულ ურთიერთობაში ახალი ეტაპი დაიწყება.
კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომიასიამ `მაესტროს` სატელიტიდან მაუწყებლობის ლიცენზია მისცა. გადაწყვეტილება კომისიაში ერთხმად მიიღეს. მოთხოვნა `მაესტრომ` კომისიაში 21 მარტს შეიტანა.
`მომავლის პარტიის` ოფისში ოპოზიციის ნაწილისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ხელისუფლებასა და მის ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყების აუცილებლობზე მსჯელობდნენ. შეკრება გია მაისაშვილის ინიციატივით გაიმართა.
უმრავლესობა ახალი ალაინსი საქართველოთვის ლიდერს ირაკლი ალასანიას განმარტებებს სთხოვს. მმართველი გუბნდის წარმომადგენლებს კითხვები ამერიკაში ალასანიას ვიზიტთან დაკავშირებით აქვს.
კონსერვატორები ხელისუფლებას საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მომხრეების შევიწროვებაში ადანაშაულებენ. ბრალდება დღეს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბიძინა გუჯაბიძემ გაახმოვანა.
პარლამენტის ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარემ დღეს კომისიის მუშაობა შეაჯამა. გია თორთლაძემ საზოგადოებას ანტიკრიზისული საბჭოს მიღწევები დეტალურად გააცნო.