სამეგრელოში აღმოჩენილ იარაღის სამალავის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სოზარ სუბარის განცხადებით ინფორმაციით სამალავში აღმოჩენილ ვიდეოკასეტებზე პატიმრების და არა მხოლოდ პატიმრების გაუპატიურებაა აღბეჭდილი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და საკრებულოს წევრი დააკავეს.
თურქეთში შეტაკებების დროს დაშავებული ქართველი სტუდენტის აკაკი ავალიანის მშობლები ადვოკატის აყვანას აპირებენ და მომხდარი ფაქტის დეტალურ გამოძიებას ითხოვენ...
ვანო მერაბიშვილის ადვოკატები საქმის სტრასბურგში გასაგზავნად ემზადებიან. ეს გადაწყვეტილება მათ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მიიღეს. ისინი აღკვეთის ღონისძიების სახით ყოფილი პრემიერისთვის პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებენ.
პრემიერის განცხადების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი უკვე დანამდვილებით აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა ამ ეტაპზე არ განადგურდება.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს უახლოეს დღეებში კიდევ ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალი წარედგინება. ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.
საინფორმაციო სააგენტო "ჩეჩენ პრესი" ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ ჩატარებული გამოძიების შედეგებს აქვეყნებს. 11-გვერდიან დოკუმენტში წარმოდგენილი ანალიზის მიხედვით, რომელიც ჩეჩნეთის თვითაღიარებული მთავრობის წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს...
ექვსი ადამიანი დაშავდა გლდანში, ერთ-ერთ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად. დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება 9 სართულიანი სახლის მეშვიდე სართულზე მდებარე ბინაში გაზის დაგროვებამ გამოიწვია.