დღეს გიორგობაა. მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმინდა გიორგის აღსრულებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვას პატრიარქი სამების ტაძარში აღავლენს.
ტაო-კლარჯეთში მყოფი ქართველი სპეციალისტები დღეს ოშკს მოინახულებენ. მანამდე კი ისინი იშხნის კომპლექსში იმყოფებოდნენ. მათ თურქ კოლეგებთან ერთად პირველი ერთობლივი მონიტორინგის შემდეგ ადგილზე საველე-სამუშაო შეხვედრა გამართეს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ განუცხადა.
პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის შემდგარი შეხვედრის შესახებ ისაუბრეს ილია მეორემ და მსოფლიო პატრიარქმაც, რომელმაც საქართველო რამდენიმე საათის წინ დატოვა. კომენტარი მათ სწორედ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთეს.
პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით `შერატონ მეტეხი პალასში` საზეიმო ვახშამი გაიმართა. ვახშამზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, აგრეთვე ხელისუფლების წარმომადგენლები.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მსოფლიო პატრიარქი მიიღო მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში. შეხვედრას სხვა სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ.
შობის ბრწყინვალე დღესასწაულს მშობლიურ მხარეში შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან და ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად სადღესასწაულო ლიტურგიას 13 ასურელი მამის სახელობის ეკლესიაში დაესწრო.
საქართველოს პატრიარქის ეპისტოლე სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს ლიტურგიის შემდეგ გააცნეს. მასში ყურადღება გამახვილებულია პასუხისმგებლობის გაძლიერებასა და ჭეშმარიტი ღირებულებების პატივისცემაზე.