საქართველოში ეკონომიკური განვითარების პროცესი უკან მიდის, - ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ `პოლიტიკოს` პრესკლუბში გააკეთა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის კომპანია `სინათლის ქალაქის`ოფისიდან დოკუმენტაცია ამოიღო. კომპანიის დირექტორის თქმით, ორგანიზაციაში შესულია შემოსავლების სამსახურიც, რომელიც ინვენტარიზაციას ატარებს.
ქართული კონიაკი `ძველი კახეთი` რუსულ ბაზარზე რამდენიმე კვირაში შევა. ქართულ ღვინის კომპანია `კახურ მეღვინეობას` დღეს მოუვიდა რუსეთიდან დასტური ბაზარზე მათი ნაწარმის შეტანის თაობაზე.
თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ტაძრების რესტავრაცია ბიძინა ივანიშვილის თურქეთში პირველი ოფიციალური ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. თურქ კოლეგასთან ივანიშვილმა კულტურული მემკვიდრეობის ერთობლივ აღდგენაზე ისაუბრა.
`როსპოტრებნადზორმა`ქართული ღვინისა და მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანიებისგან უკვე 69 განაცხადი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია ონიშჩენკოს უწყების ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
გაზის ახალი ტარიფი, სავარაუდოდ, გაზაფხულიდან ამოქმედდება. მთავრობა ბუნებრივი აირის ღირებულებას ხუთი თეთრით ამცირებს და ის 46 თეთრი ეღირება. საბოლოო გადაწყვეტილებას ენერგეტიკის სამინისტრო ერთ კვირაში მიიღებს.
რუსეთის მთავარი სანიტარი ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნებას უმნიშვნელო მოვლენად მიიჩნევს. `ეს შესაძლოა მნიშვნელოვანია მათთვის, ანუ საქართველოსთვის, მაგრამ ჩვენთვის ეს უმნიშვნელო მოვლენაა,`- აცხადებს ონიშჩენკო.
მოსკოვში რუსეთის მთავარ სანიტარს ქართული დელეგაციის წევრები დღეს შეხვდებიან. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და `სამტრესტის` (ღვინისა და ვაზის დეპარტამენტი) 7-კაციანი წარმომადგენლობა პირველ სამუშაო შეხვედრაზე "როს-პოტრებ-ნადზორის" ხელმძღვანელ გენადი ონიშჩენკოსთან...
ქართული დელეგაცია მოსკოვში გაემზავრა. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და "სამტრესტის" (ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი) 7-კაციანი წარმომადგენლობა ხვალ "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელს შეხვდება.