საქართველოში ეკონომიკური განვითარების პროცესი უკან მიდის, - ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ `პოლიტიკოს` პრესკლუბში გააკეთა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის კომპანია `სინათლის ქალაქის`ოფისიდან დოკუმენტაცია ამოიღო. კომპანიის დირექტორის თქმით, ორგანიზაციაში შესულია შემოსავლების სამსახურიც, რომელიც ინვენტარიზაციას ატარებს.
ქართული კონიაკი `ძველი კახეთი` რუსულ ბაზარზე რამდენიმე კვირაში შევა. ქართულ ღვინის კომპანია `კახურ მეღვინეობას` დღეს მოუვიდა რუსეთიდან დასტური ბაზარზე მათი ნაწარმის შეტანის თაობაზე.
საგამოძიებო სამსახურმა სასამართლოს დავით კეზერაშვილის აღმკვეთი ღონისძიებისათვის უნდა მიმართოს. ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსს და შემდეგ თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს...
კომპანია "ბერტაში" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი უკვე მეორე დღეა მუშაობს. გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო დეპარტამენტი ამ კომპანიის საქმიანობით მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის ცეზარ ჩოჩელის საქმესთან დაკავშირებით დაინტერესდა...
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრსაც ამოწმებს - ფინანსური მონიტორინგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა საინიციატივო ჯგუფმა მოითხოვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებამ შვეიცარიის საელჩოს ქართული დელეგაციისთვის ვიზების გაცემა დაავალა. მოლაპარაკებები ქართულ ღვინოზე ემბარგოს მოხსნასთან დაკავშირებით მოსკოვში 4 თებერვალსაა დაგეგმილი.
ევროსაბჭოს რეზოლუციაზე კომენტარი გააკეთა ფინანსთა მინისტრმა და განაცხადა, რომ ფინანსურ შემოწმებას საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობისთვის ხელი არ შეუშლია, ამიტომ დოკუმენტში მცდარი ინფორმაციაა დადასტურებული.
მცხეთა-თიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი დაკავებულია. ყოფილ რწმუნებულს, შემოსავლების ლეგალიზაციასა და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას ედავებიან.
საქართველოსა და რუსეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრას დავოსში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც ადასტურებს. ივანიშვილი და მედვედევი შვეიცარიაში ეკონომიკურ ფორუმს ესწრებიან.